ნიუ იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნას სოციალურ ქსელში ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
პრეზიდენტი მადლობას უხდის ადგილზე მობილიზებულ საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ჯგუფებს გაწეული შესანიშნავი სამუშაოსთვის.
„მადლობა ყველაფრისთვის, რასაც 24/7/365 აკეთებთ!“, – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია მზად არის, ნებისმიერი დახმარების გასაწევად.
მანჰეტენის ერთ-ერთ ცათამბჯენზე ვერტმფრენი ავარიულად დაშვების დროს ჩამოვარდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია პილოტი. ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა განიხილება ძლიერი ნისლისა და ცუდი ხილვადობის ვერსია.
მომხდარის შემდეგ, 54-სართულიანი შენობიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე 100-მდე სახანძრო, სამაშველო და გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟია მობილიზებული.