ნიუ იორკის მერი ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს

00:26, 11.06.2019

ნიუ იორკის მერი ბილ დე ბლაზიო ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად ტერორისტული აქტის ვერსიას გამორიცხავს.

ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, მომხდარის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, პილოტი. შემთხვევის შედეგად, სხვა დაშავებულები არ არიან.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზის დასადგენად სრულმასშტაბიანი გამოძიება დაწყებულია.

მანჰეტენის ცათამბჯენზე დაშვებისას ვერტმფრენი რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა.

მსგავსი