მანჰეტენი რამდენიმე საათით ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი
მანჰეტენი რამდენიმე საათით ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი

მანჰეტენი რამდენიმე საათით ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.

როგორც „ბიბისი“ წერს, ნიუ იორკის რაიონში დენის გათიშვის მიზეზი მიწისქვეშ მდებარე ტრანსფორმატორში ხანძარი იყო.

ელექტროენერგიის გათიშვის გამო, დროებით გაჩერდა მეტროპოლიტენიც. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 45 ათასზე მეტი აბონენტი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ლიფტში გაჭედილი ათობით ადამიანის გამოყვანა მოუხდათ. შეფერხებით მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ბროდვეიზე რამდენიმე წარმოადგენა გადაიდო, ხოლო კარნეგი ჰოლში მიმდინარე კონცერტი შეწყდა და დარბაზიდან პუბლიკის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ელექტროენერგიის მიწოდება ნიუ იორკში რამდენიმე საათში მოხერხდა.