სუს-ის ინფორმაციით, ბერი გაბრიელის ქუჩაზე ერთი პირი დაკავებულია, სპეცოპერაცია გრძელდება
სუს-ის ინფორმაციით, ბერი გაბრიელის ქუჩაზე ერთი პირი დაკავებულია, სპეცოპერაცია გრძელდება

ბერი გაბრიელი სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური სპეცოპერაცია.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები საქართველოს მოქალაქეები არ არიან და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.

„რამდენიმე საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტული დეპარტამენტი ოპერაციის საწყის ეტაპზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს მათთან სამართლდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც უარი განაცხადეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ავტომატური ცეცხლსასროილი იარაღიდან ცეცხლი გახსენეს და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა.

ამ დროისთვის აღნიშნული პირების ვინაობის სრული იდენტიფიკაცია მიმდინარეობს. მათი სავარაუდო დანაშაულის კავშირების დადგენის მიზნით, საგამოძიებიო მომქედებები გრძელდება, როგორც საქართველოში ასევე, მის გარეთ“, – განაცხადა გიორგობიანმა.