ნიკარაგუაში საპროტესტო აქციების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა
ნიკარაგუაში საპროტესტო აქციების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ოთხი სამართალდამცველია. დაშავებულთა რიცხვი კი 30-ს აღემატება.
კარასოს რეგიონში საპროტესტო აქცია შეტაკებებში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პოლიციამ დემონსტრაციის მონაწილეების მიერ აღმართული ბარიკადების დაშლა დაიწყო.
აქციები ნიკარაგუაში 18 აპრილიდან მიმდინარეობს. მოქალაქეები ხელისუფლების მიერ ინიცირებულ რეფორმას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულ პირებს სოციალური დაზღვევის ფონდში სავალდებულო შენატანის ოდენობა ეზრდებათ.
საპროტესტო აქციების დროს, საერთო ჯამში ქვეყანაში 323 ადამიანი დაიღუპა.