ნიკარაგუაში რეპორტიორებმა მთავრობის მხრიდან ზეწოლა გააპროტესტეს
ნიკარაგუაში რეპორტიორებმა მთავრობის მხრიდან ზეწოლა გააპროტესტეს

ნიკარაგუაში ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გაიმართა, რეპორტიორებმა მთავრობის მხრიდან ზეწოლა გააპროტესტეს და პრეზიდენტ დანიელ ორტეგას მოუწოდეს, მათ თავისუფლად მუშაობის უფლება მისცეს.

აქციას ასობით დემონსტრანტი შეუერთდა. მათ მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

შეგახსენებთ, ნიკარაგუაში უკვე სამი თვეა, ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. აქტივისტები პრეზიდენტ ორტეგას გადადგომას ითხოვენ.

პოლიციასთან შეტაკების დროს 300 დემონსტრანტი დაიღუპა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ მთ ამ აქციების თავისუფლად გაშუქების საშუალებას არ აძლევენ.