ნათია თოდუამ The Voice of Germany-ის მონაწილეებთან ერთად გერმანიაში მუსიკალური ტურნე დაიწყო. ტურნემ სტარტი 27 დეკემბერს აიღო და გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ლაივ-კონცერტების გამართვას გულისხმობს.
მუსიკალურ პროგრამაში The voice-ში შესრულებული სიმღერები შედის. ნათია თოდუასთან ერთად კონცერტებზე კონკურსის სხვა მონაწილეებიც გამოდიან. მონაწილეები კონცერტებს The Voice of Germany-ის ცოცხალ ბენდთან ერთად მართავენ.
შემდეგი ლაივ-კონცერტი 20 იანვარს გერმანის ქალაქ რეგენსბურგის არენაზე გაიმართება.
ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებული 18 დეკემბერს გახდა.