ნათია თოდუას სიმღერის My Own way- ს პრემიერა გაიმართა

გერმანული Voice-ის გამარჯვებულის, ქართველი შემსრულებლის ნათია თოდუას სიმღერის My Own way -ს პრემიერა გაიმართა. აღნიშნული სიმღერით ნათია თოდუა გერმანიაში ევროვიზიის შიდაშესარჩევ ტურზე წარდგება.

შიდაშესარჩევი კონკურსი ბერლინში 22 თებერვალს გაიმართება.

ქართველი მომღერალი იმ ექვს კონკურსანტს შორის მოხვდა, რომელთაგან ერთ-ერთი 2018 წლის ევროვიზიის კონკურსზე გერმანიას წარადგენს.