ნათია თოდუა გერმანული Voice-ს გამარჯვებული გახდა

ნათია თოდუა გერმანული ვოისის გამარჯვებული გახდა. მან კონკურენტები ხმათა დიდი რაოდენობით დაამარცხა. 21 წლის ქართველმა მომღერალმა ხმების 50,10% მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა კი,  ხმათა მთლიანი რაოდენობის 25.45% მიიღო.

ნათია თოდუა 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა. მისი მწვრთნელი ფინური როკ-ბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც ნათიასთან ერთად კონკურსის გამარჯვებული გახდა.

გამარჯვებას ნათია თოდუას საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა მიულოცეს.

დატოვე კომენტარი