ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებულია

ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებული გახდა. მან კონკურენტები ხმათა დიდი რაოდენობით დაამარცხა. 21 წლის ქართველმა მომღერალმა ხმების 50,10% მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა კი,  ხმათა მთლიანი რაოდენობის 25.45% მიიღო.

​ნათია თოდუა 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა. მისი მწვრთნელი ფინური როკ-ბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც ნათიასთან ერთად კონკურსის გამარჯვებული გახდა.

​გერმანული Voice-ის ფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე ედ შერონი სპეციალური ნომრით წარსდგა. მუსიკალური კონკურსი The Voice of Germany ქვეყანაში დიდი პოპულარულობით სარგებლობს.

გამარჯვების შემდეგ ნათია თოდუამ ფინალური სიმღერა The Voice of Germany-ის სცენაზე კიდევ ერთხელ შეასრულა.

ნათია თოდუას ემოციები, შედეგების გამოცხადების შემდეგ