არქეოლოგიური აღმოჩენა მაშავერას გორაზე 

21:56, 27.11.2026

კიდევ ერთი აღმოჩენა მდიდარი ისტორიის მატარებელ არქეოლოგიურ ძეგლზე.

მაშავერას გორაზე ნაპოვნ სამარხს უნიკალური სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს. ზუსტი თარიღის დასადგენად ახლა შესაბამისი კვლევები იგეგმება, თუმცა დიდი ალბათობით საუბარია ნეოლითურ ხანაზე. ამ პერიოდის სამარხები კი მანამდე არასდროს უპოვიათ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე გორაზე არქეოლოგიური ექსპედიციის დროს ნაპოვნ სამარხში მცირეწლოვნის ძვლებია. მაშავერას გორა არაერთ უნიკალურ არტეფაქტსა და ნამოსახლარს ინახავს. შუა საუკუნეების ნამოსახლარში აღმოჩენილი სიძველეები იმ პერიოდის ადამიანის ყოფა-ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი დასკვნების და მანამდე ვარაუდების დონეზე გამოთქმული მოსაზრებების მეცნიერულად დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა.

მსგავსი