ვახტანგ კახიძის რეკვიემი ამსტერდამში

22:03, 27.11.2026

ვახტანგ კახიძის მიერ შექმნილი ცნობილი ნაწარმოები მსოფლიოს კიდევ ერთ ცნობილ საკონცერტო დარბაზში შესრულდება. რეკვიემს ამჯერად ამსტერდამში მოუსმენენ. ხუთი წლის წინ დაწერილი და მშობლებისთვის მიძღვნილი ნაწარმოები, რომელიც 15 ნაწილად იყოფა, ევროპის არაერთ ქვეყანაში უკვე აჟღერდა და საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. ამსტერდამის საკონცერტო დარბაზი კი ვახტანგ კახიძისთვის განსაკუთრებული ისტორიის მატარებელია.

ვახტანგ კახიძის მონუმენტური ნაწარმოების ევროპული პრემიერა ბელგიაში შედგა. მას შემდეგ რეკვიემი არაერთ ქვეყანაში შესრულდა. თბილისის სიმფონიური ორკესტრის და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტი ნიდერლანდების სამეფოში 2027 წლის 24 იანვარს გაიმართება.

მსგავსი