თანამშრომლობის მემორანდუმი
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კინოცენტრის პრესსამსახურის ცნობით, მემორანდუმი მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალგაზრდებში პროფესიული კინოგანათლების ხელშეწყობას და ქართული კინოკულტურის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, მხარეები ერთობლივ საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებს განახორციელებენ, რაც გულისხმობს კინოჩვენებების ორგანიზებას, კინოგანათლების საკითხებზე შეხვედრების გამართვას და ქართული კინოს პოპულარიზაციის ხელშემწყობი ერთობლივი პროექტების განხორციელებას.