მიხეილ ჯანელიძე გერმანული Voice-ის გამარჯვებულ ნათია თოდუას შეხვდა

16:06, 10.05.2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანული Voice-ის გამარჯვებულ ნათია თოდუას შეხვდა. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძე მიკრობლოგ Twitter-ში წერს.

“სასიამოვნოდ ვისაუბრეთ VoiceofGermany-ის გამარჯვებულ ნათია თოდუასთან. თქვენი წარმატებით ამაყები ვართ, თქვენ ხართ მაგალითი, რომელიც მოტივაციას აძლევს ჩვენს ახალგაზრდებს” – წერს მიხეილ ჯანელიძე Twitter-ში.

ქართველი მომღერალი ნათია თოდუა გერმანული Voice-ის გამარჯვებული შარშან გახდა.

მსგავსი