საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანული Voice-ის გამარჯვებულ ნათია თოდუას შეხვდა. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძე მიკრობლოგ Twitter-ში წერს.
“სასიამოვნოდ ვისაუბრეთ VoiceofGermany-ის გამარჯვებულ ნათია თოდუასთან. თქვენი წარმატებით ამაყები ვართ, თქვენ ხართ მაგალითი, რომელიც მოტივაციას აძლევს ჩვენს ახალგაზრდებს” – წერს მიხეილ ჯანელიძე Twitter-ში.
ქართველი მომღერალი ნათია თოდუა გერმანული Voice-ის გამარჯვებული შარშან გახდა.