ნათია თოდუასა და The Voice-ს მუსიკალური ტურნე გერმანიაში [ფოტოები]
ნათია თოდუასა და The Voice-ს მუსიკალური ტურნე გერმანიაში [ფოტოები]

ნათია თოდუამ The Voice of Germany-ის მონაწილეებთან ერთად გერმანიაში მუსიკალური ტურნე დაიწყო. ტურნემ სტარტი 27 დეკემბერს აიღო და გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ლაივ-კონცერტების გამართვას გულისხმობს.

​მუსიკალურ პროგრამაში The voice-ში შესრულებული სიმღერები შედის. ნათია თოდუასთან ერთად კონცერტებზე კონკურსის სხვა მონაწილეებიც გამოდიან. მონაწილეები კონცერტებს The Voice of Germany-ის ცოცხალ ბენდთან ერთად მართავენ.

​შემდეგი ლაივ-კონცერტი 20 იანვარს გერმანის ქალაქ რეგენსბურგის არენაზე გაიმართება.

ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებული 18 დეკემბერს გახდა.