გერმანიას 2018 წლის „ევროვიზიის“ კონკურსზე მიხაელ შულტე წარადგენს

11:59, 23.02.2018

გერმანიას 2018 წლის „ევროვიზიის“ კონკურსზე მიხაელ შულტე წარადგენს სიმღერით You Let Me Walk Alone.

27 წლის შემსრულებელმა შეარჩიეს ექვს კონკურსანტში, რომელთა შორის ქართველი მომღერალი, გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუაც იყო.

გამარჯვებული ტელემაყურებელთა, საერთაშორისო ჟიურისა და „ევროვიზიის“ ექსპერტთა ხმების საფუძველზე გამოვლინდა.

2018 წლის ევროვიზიის კონკურსი პორტუგალიაში გაიმართება. მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს ჯგუფი „ირიაო“ წარადგენს.

https://www.youtube.com/watch?v=GxP3WlahA_g

მსგავსი