გერმანიას 2018 წლის „ევროვიზიის“ კონკურსზე მიხაელ შულტე წარადგენს სიმღერით You Let Me Walk Alone.
27 წლის შემსრულებელმა შეარჩიეს ექვს კონკურსანტში, რომელთა შორის ქართველი მომღერალი, გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუაც იყო.
გამარჯვებული ტელემაყურებელთა, საერთაშორისო ჟიურისა და „ევროვიზიის“ ექსპერტთა ხმების საფუძველზე გამოვლინდა.
2018 წლის ევროვიზიის კონკურსი პორტუგალიაში გაიმართება. მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს ჯგუფი „ირიაო“ წარადგენს.