მთვარის ზედაპირის იდუმალი წარმონაქმნების წარმოშობის ამბავი გარკვეულია
მთვარის ზედაპირის იდუმალი წარმონაქმნების წარმოშობის ამბავი გარკვეულია

თუკი მთვარეს ტელესკოპით შეხედავთ, ზედაპირზე შეიძლება, რაღაც უცნაური დაინახოთ. ეს გახლავთ კაშკაშა, ტალღოვანი მახასიათებლები, რომლებსაც მთვარის მორევებს უწოდებენ. მათი წარმოშობა საიდუმლოებით არის მოცული სულ მცირე იმიტომ, რომ ისინი დაკავშირებულია მძლავრ, ლოკალიზებულ მაგნიტურ ველებთან.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ეს საიუმლო უკვე ამოხსნეს. მათი კვლევის მიხედვით, ზედაპირზე არსებული ეს მახასიათებლები გამოწვეულია მიწისქვეშა ლავის ტუბებით.

მთვარის მორევებისა და მათი უცნაური მაგნეტიზმის შესახებ მეცნიერებმა უკვე ათწლეულებია იციან. აპოლო 15-ისა და აპოლო 16-ის მისიებმა შეძლეს გაერკვიათ მთვარის მაგნეტიზმის წყარო. გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს გლობალური მაგნიტური ველი არ გააჩნია, 1979 წლის კვლევაში ამ მაგნეტიზმს მორევებს მიაწერდნენ.

საიდუმლო ამოსახსნელად მართლაც ძალიან რთული ჩანდა.

მაღალ განედებზე, მორევები ნაკლებ მკაფიოა და უფრო ჩახლართული, ვიდრე ქვედა განედებზე. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მორევს მაგნიტური ველი აქვს, მთვარეზე მაგნიტური ველები ასეთი მორევების გარეშეც გვხვდება.

მართალია, მორევები ახალი არ არის, მაგრამ მათი სპექტრული მახასიათებლები ახლად წარმოქმნილისას ჰგავს. გარდა ამისა, ბუნებრივი პირობების მიმართ მათი გამძლეობა უფრო ნაკლებია, ვიდრე მიმდებარე რეგოლითებისა.

ამ ყველაფრის უკან არსებული მექანიზმი უცნობია, მაგრამ ერთ-ერთი შესაძლებლობის მიხედვით, მორევების გარშემო არსებული მაგნიტური ველები მიმართულებას უცვლის მზის ქარების ნაწილაკებს, რაც განაპირობებს მათ შედარებით ნელ აქერცვლას.

პლანეტარული მეცნიერის, სონია ტიკუს განცხადებით, მაინ საიდუმლოდ რჩებოდა ამ მაგნიტურ ველთა გამომწვევი მიზეზი და თავად ეს მორევებიც.

მისი თქმით, ამის გასარკვევად საჭირო იყო იმის დადგენა, რა სახის გეოლოგიურ მახასიათებელს შეუძლია ამ მაგნიტური ველის წარმოქმნა და რატომ არის მათი მაგნეტიზმი ასე მძლავრი.

კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით, ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ თითოეული მორევი უნდა იყოს მთვარის ზედაპირქვეშ არც თუ ისე დიდ სიღრმეში მდებარე ვიწრო მაგნიტური ობიექტის სიახლოვეს ან მის თავზე. ასეთ აღწერას კი ბრწყინვალედ ემთხვევა ლავის ტუბები, ანუ ლავის ვერტიკალური დაიკები, რომლებიც წარმოქმნილია დიდი ხნის წინ შეწყვეტილი მთვარის ვულკანური აქტივობის შედეგად.

ეს ფორმაციები წარმოქმნილია ბაზალტური ლავის ნაკადების მიერ, რომლებმაც 3-4 მილიარდი წლის წინ მთვარის მთელ ზედაპირზე ასევე დატოვეს ფართო, ბნელი ვაკეები.

შესაძლებელია იმის ახსნაც, რატომ გახდა მიწისქვეშა ფორმაციები მაგნეტიზებული. იმიტომ, რომ რაღაც ხდება, როცა მთვარის ქანები დაახლოებით 600 გრადუს ცელსიუსზე თბება, მაგნიტური ველის არსებობის პირობებში, ანოქსიურ გარემოში.

იმის გამო, რომ სიცხის გამო ზოგიერთი მინერალი იშლება და გამოიყოფა რკინა, ისინი მაგნეტიზებული გახდა. ამის შემდეგ, საკმარისად ძლიერი მაგნიტური ველის არსებობის შემთხვევაში, ეს რკინა მაგნეტიზებული გახდება ველის იგივე მიმართულებით.

ჟანგბადის გამო ეს დედამიწაზე არ ხდება. ახლა აღარც მთვარეზე მოხდებოდა, იქ რომ ლავის ნაკადები კვლავ მოძრაობდეს, რადგან მთვარემ თავის მაგნიტური ველი დიდი ხნის წინ დაკარგა.

ტიკუსა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მთვარის მაგნიტურმა ველმა იმაზე გაცილებით დიდხანს გაძლო, ვიდრე გვეგონა — 2 მილიარდი წლით მეტხანს. შესაბამისად, მისი არსებობა შეიძლება, დაემთხვეს ლავის ნაკადებს.

ტიკუს თქმით, მთვარის უჩვეულოდ ძლიერი მაგნიტური მახასიათებლების კვლევისას არავის უფიქრია ამ რეაქციაზე. როგორც იგი აღნიშნავს, ეს გახლდათ მთვარის მორევების მაგნეტიზმის გამოცანის უმნიშვნელოვანესი პასუხი.

კვლევა Journal of Geophysical Research-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია rutgers.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.