მთავრობის ადმინისტრაციასთან „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულები აქციას მართავენ
მთავრობის ადმინისტრაციასთან „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების აქცია მიმდინარეობს.
დაზარალებულები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.
როგორც ერთ-ერთი დაზარალებულმა შორენა მეფარიშვილმა განაცხადა, 17 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში საქმეზე პროცესია ჩანიშნული. შესაბამისად, აქცია მთავრობის ადმინისტრაციის პარალელურად სასამართლოსთანაც გაიმართება.
„დილიდან დავიწყეთ უწყვეტი აქცია, რაც გაგრძელდება უვადოდ. აქციის მიზანია მამუკა ბახტაძესთან და მთავარ პროკურორთან შეხვედრა. 17 ოქტომბერს გაიმართება სასამართლო პროცესი, სადაც იგივე ტყუილების მოსმენა მოგვიწევს. შესაძლოა, გამოვიდნენ რჩეულიშვილები, შედგეს საპროცესო გარიგება. ამის წინააღმდეგი ვართ და გვინდა დაუყოვნებლივ შეხვედრა. დღეს შევხვდით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს და დაგვპირდნენ, რომ შეხვედრა შედგება. თუ არ შესრულდა, აქციები გაგრძელდება უვადოდ“, – განაცხადა შორენა მეფარიშვილმა.
დაზარალებულები საინიციატივო ჯგუფის შექმნასაც ითხოვენ.