მთავარ პროკურატურასთან ,,ცენტრ-პოინტის'' დაზარალებულების აქცია გაიმართა
მთავარ პროკურატურასთან ,,ცენტრ-პოინტის'' დაზარალებულების აქცია გაიმართა

მთავარ პროკურატურასთან ,,ცენტრ-პოინტის” დაზარალებულების აქცია გაიმართა. ბინათმენაშენეები უარს ამბობენ გარიგებაზე, რომლის მიხედვითაც  „ცენტრ-პოინტის” დაუსრულებელ მშენებლობებს კომპანია ,m2” დაასრულებს. დაზარალებულები რომელიმე სახელმწიფო უწყებისგან საკითხზე კონტროლს ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათთან ინდივიდუალური ხელშეკრულებები არ გაფორმდება, შემოთავაზებას არ დათანხმდებიან.

კომპანია „m2 უძრავ ქონებასა“ და „ცენტრ-პოინტს“ შორის წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, თუ ექვსი თვის ვადაში „ცენტრ-პოინტი“ გარკვეულ წინაპირობებს შეასრულებს, m2 „ცენტრ-პოინტის“ დაუსრულებელ კომპლექსებში სამშენებლო სამუშაოების წარმოებას დაიწყებს და 3 წლის ვადაში დაასრულებს.  4 000 ოჯახი 3 წლის განმავლობაში ბინებით ეტაპობრივად დაკმაყოფილდება.