მოსკოვში პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
მოსკოვში პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

მოსკოვში პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აკადემიკ სახაროვის გამზირზე 25 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მიტინგის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ე.წ. მოსკოვის საქმის ფიგურანტებს, რომელთაც ბრალს ფულის შესაძლო გათეთრებაში სდებენ.

აქციაზე ასევე მოითხოვეს ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან ბრძოლის გააქტიურება. მომიტინგეებმა მხარი დაუჭირეს დებ ხაჩატურიანებს, რომლებიც მათზე ძალადობაში ეჭვმიტანილი მამის მკვლელობაში არიან ბრალდებულები.

დემონსტრაციაზე იმყოფებოდა რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. მომიტინგეებს მიმართეს მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა, რომლებიც ცესკო-მ თავის დროზე არ დაარეგისტრირა.