მოსკოვში დემონსტრაციაზე დაკავებულების რაოდენობა 600-მდე გაიზარდა
მოსკოვში დემონსტრაციაზე დაკავებულების რაოდენობა 600-მდე გაიზარდა

მოსკოვში დემონსტრაციაზე დაკავებულების რაოდენობა 600-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ რუსული ბიურო იუწყება. დაკავებულებს შორის არიან აქციის ორგანიზატორები, ასევე ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტები.

რუსეთის დედაქალაქში არასანქცირებულ, ოპოზიციონერების მხარდამჭერ მანიფესტაციაზე აქტივისტები 27 ივლისს დემონსტრანტების დაკავებას აპროტესტებენ.

რუსეთის დედაქალაქში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა იმართება. აქტივისტები საქალაქო დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დაბლოკვას აპროტესტებენ.

როგორც„დოიჩე ველეს“ რუსული ბიურო იუწყება, ხელისუფლებამ აქციების გამართვის წინააღმდეგ ბევრ ზომას მიმართა. მათ შორის არის დემონსტრანტების და ორგანიზატორების მასობრივი დაკავებები და მათ წინააღმდეგ გამოწერილი ჯარიმები, თუმცა დღეს აქტივისტები მოსკოვის ცენტრალურ ნაწილში მაინც შეიკრიბნენ.

მანიფესტაცია მიმდინარეობს სანქტ-პეტერბურგშიც. სანქცირებულ დემონსტრაციას ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ორი ათასამდე ადამიანი ესწრება.