მოსკოვში მასშტაბური საპროტესტო აქციის დროს 220-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვში მასშტაბური საპროტესტო აქციის დროს 220-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

მოსკოვში მასშტაბური საპროტესტო აქციის დროს 220-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველებისგან დამალვას ეკლესიებსა და სასტუმროებში ცდილობდნენ. რუსული მედია წერს, რომ პოლიციის გარდა, მოსკოვის ცენტრში განათავსეს ე.წ. „მწვანე კაცები“, რომლებიც მწვანე ფორმას ატარებენ და შინაგანი ჯარის სპეცრაზმს წარმოადგენენ.

ბოლო მონაცემებით, მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაში 60 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მოსკოვში მიმდინარე დაკავებების დროს, რუსეთის პრეზიდენტი ანექსირებულ ყირიმში იმყოფებოდა და სევასტოპოლში, ე.წ. „ღამის მგლებთან“ ერთად მოტორბოლაში მიიღო მონაწილეობა.

​რუსეთის დედაქალაქში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა, იმართება. დემონსტრანტები საქალაქო დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დაბლოკვასა და აქტივისტების დაკავებას აპროტესტებენ. აქციები ხშირ შემთხვევაში, მასობრივი დაკავებებით სრულდება.