მოსკოვში აქციაზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვში აქციაზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

მოსკოვში თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ არასანქცირებულ აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 1000-ს აჭარბებს. როგორც რუსული მედია იუწყება, პოლიციამ სულ 1100 ადამიანი დააკავა. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც.

სპეცრაზმელებთან შეტაკების შედეგად დაშავდა რამდენიმე აქტივისტი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალური ვებგვერდზე წერს, შაბათ გამართულ აქციაში 3 500 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა პოლიციელების მიერ შედგენილ პროტოკოლში აქციაზე გამოსულთა რიცხვი 10 000-ს აჭარბებდა.

დემონსტრაციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობა დაუშვას. ამ მოთხოვნით აქციების მოსკოვში უკვე რამდენიმე დღეა, იმართება.