მოსკოვში ბელარუსის საელჩოსთან გამართულ აქციაზე 10-მდე ადამიანი დააკავეს
მოსკოვში ბელარუსის საელჩოსთან გამართულ აქციაზე 10-მდე ადამიანი დააკავეს

მოსკოვში ბელარუსის საელჩოს წინ გამართულ აქციაზე 10-მდე ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საელჩოს წინ დემონსტრანტები ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

მედიის ცნობით, დაკავებულების ნაწილი მათი პირადი დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ გაათავისუფლეს.

მოსკოვში ბელარუსის საელჩოს წინ დემონსტრანტები 9 აგვისტოს შემდეგ თითქმის ყოველდღე იკრიბებიან.