მეტე ფრედერიქსენი – პუტინის მოთხოვნები გაცილებით მეტს ეხება, ვიდრე უბრალოდ უკრაინას, ისინი ევროპულ უსაფრთხოებას ეხება რუსული პირობებით, ეს არასდროს არ უნდა მივიღოთ

18:20, 19.11.2026

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებმა კონტინენტის უსაფრთხოების შესახებ რუსეთის პირობები არასოდეს არ უნდა მიიღონ.

ამასთან, ფრედერიქსენმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, „უკრაინა მაქსიმალურად ძლიერ პოზიციაში ჩააყენონ“.

„პუტინის მოთხოვნები გაცილებით მეტს ეხება, ვიდრე უბრალოდ უკრაინას. ისინი ევროპულ უსაფრთხოებას ეხება რუსული პირობებით. ჩვენ ეს არასდროს უნდა მივიღოთ. სწორედ ამიტომ უკრაინა მაქსიმალურად ძლიერ პოზიციაში უნდა ჩავაყენოთ, როგორც ფრონტზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა ფრედერიქსენა.

ამასთან, დანიის პრემიერის თქმით, ევროპამ უკრაინის საჰაერო თავდაცვა უნდა გააძლიეროს, რათა კიევმა რუსეთის სასტიკ თავდასხმებს გაუძლოს.

„რუსეთი ატერორებს უკრაინის მოსახლეობას და მიზანში იღებს მათ გათბობის სისტემას, წყალსა და ელექტროენერგიას. უკრაინას ჩვენი, ევროპელების, დახმარება სჭირდება ზამთრის გადასატანად“, – დანიის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი