მოსკოვში, ტელეკომპანია „დოჟდის“ რედაქციაში პოლიცია შევიდა
მოსკოვში, ტელეკომპანია „დოჟდის“ რედაქციაში პოლიცია შევიდა

მოსკოვში მიმდინარე არასანქცირებული აქციის მიმდინარეობის დროს რუსულ ტელეკომპანია „დოჟდის“ რედაქციაში პოლიცია შევიდა. სამართალდამცველებმა ტელეკომპანიის მთავარ რედაქტორს, ალექსანდრა პერაპალოვას საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე გამოცხადების უწყება გადასცეს.

სამართალდამცავების თქმით, საქმე ეხება რუსეთის საარჩევნო კომისიებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს არასანქცირებული მიტინგი, რომლის მონაწილეებიც მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებზე ოპოზიციონერი კანდიდატების დარეგისტრირებას ითხოვენ.

მიტინგის მიმდინარეობისას, პოლიციამ აქციის 600 მონაწილე დააკავა. მათ შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. სამართალდამცავებმა გამოიყენეს რეზინის ხელკეტები. რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

დატოვე კომენტარი