მოსკოვში მიმდინარე აქციაზე 100-მდე დემონსტრანტი დააკავეს
მოსკოვში მიმდინარე აქციაზე 100-მდე დემონსტრანტი დააკავეს

მოსკოვში მიმდინარე დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა 100-მდე აქტივისტი დააკავეს. ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ რუსული ბიურო იუწყება.

რუსეთის დედაქალაქში არასანქცირებულ, ოპოზიციონერების მხარდამჭერ მანიფესტაციაზე აქტივისტები 27 ივლისს დემონსტრანტების დაკავებას აპროტესტებენ.

რუსეთის დედაქალაქში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა იმართება. აქტივისტები საქალაქო დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დაბლოკვას აპროტესტებენ.

როგორც „დოიჩე ველეს“ რუსული ბიურო იუწყება, ხელისუფლებამ აქციების გამართვის წინააღმდეგ ბევრ ზომას მიმართა. მათ შორის არის დემონსტრანტების და ორგანიზატორების მასობრივი დაკავებები და მათ წინააღმდეგ გამოწერილი ჯარიმები, თუმცა დღეს აქტივისტები მოსკოვის ცენტრალურ ნაწილში მაინც შეიკრიბნენ.

მანიფესტაცია მიმდინარეობს სანქტ-პეტერბურგშიც. სანქცირებულ დემონსტრაციას ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ორი ათასამდე ადამიანი ესწრება.