მოსკოვში მიმდინარე არასანქცირებულ აქციაზე პოლიციამ სულ მცირე 169 ადამიანი დააკავა
მოსკოვში მიმდინარე არასანქცირებულ აქციაზე პოლიციამ სულ მცირე 169 ადამიანი დააკავა. როგორც რუსული მედია იუწყება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და „როსგვარდიაც“. მათ არასანქცირებული მიტინგის მონაწილეები მერიის შენობიდან გაიყვანეს.
დაკავებულთა შორის არიან ის კანდიდატები, რომელთაც მერიის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. ესენია – ლუბოვ სობოლი, ივან ჟდანოვი, დმიტრი გუდკოვი და სხვები.
როგორც რუსული მედია წერს, მოსკოვის მერიასთან შეკრებილი დემონსტრანტების ნაწილი პოლიციის მიერ შემოსაზღვრული ტერიტორიის გარეთ რჩება. ისინი დაშლას არ აპირებენ.
მოსკოვში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება. მათი მონაწილეები მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვას აპროტესტებენ.