მორის ყვითელაშვილმა მსოფლიოს ჩემპონატზე კვალიფიკაცია ვერ გაიარა
მორის ყვითელაშვილმა მსოფლიოს ჩემპონატზე კვალიფიკაცია ვერ გაიარა

იტალიის ქალაქ მილანში, ფიგურულ ციგურაობაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კაცებს შორის მოკლე პროგრამა გაიმართა, რომელშიც წარუმატებლად გამოვიდა ქართველი მორის ყვითელაშვილი. მან 67.01 ქულა დააგროვა და 37 მონაწილეს შორის 26-ე ადგილზე გავიდა. მან აჯობა მხოლოდ შვეიცარიელ, უკრაინელ, თურქ, ტაივანელ, აზერბაიჯანელ, ყაზახ, კორეელ, ხორვატ, ფინელ, პოლონელ და ესპანელ მოციგურავეებს.

ამ შედეგით, ყვითელაშვილმა ვერ გაიარა კვალიფიკაცია და შაბათს აღარ მოუწევს თავისუფალი პროგრამის შესრულება.

კაცებში მოკლე პროგრამა ამერიკელმა ნათან ჩენმა მოიგო შედეგით – 101.94 ქულა. კიდევ ერთმა მოციგურავემ შეძლო 100 ქულამდე ასვლა – რუსმა მიხაილ კოლიადამ 100.08 ქულა დააგროვა და მეორეზე გავიდა. მესამეზეა 96.78 ქულით ამერიკელი ვინსენტ ჟუ.