მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურული ციგურაობაში | მორის ყვითელაშვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მოციგურავე მორის ყვითელაშვილი ვაჟთა შორის მოკლე პროგრამაში ჩაერთო. პირველი დღის შემდეგ იგი მეექვსე პოზიციაზეა და თავისუფალი პროგრამის კარგად დასრულების შემდეგ მედლისთვის ბრძოლა შეუძლია.

მოკლე პროგრამაში მორისმა მსაჯებისგან 92.61 ქულა დაიმსახურა. პირველადგილოსან შომა უნოს (იაპონია) 109.63 ქულა ჰქონდა.

ვაჟთა შორის თავისუფალი პროგრამა 26 მარტს გაიმართება.