ეგაძის მე-12 და ყვითელაშვილის მე-16 ადგილი მოკლე პროგრამაში - ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში [ვიდეო] #1TVSPORT
ეგაძის მე-12 და ყვითელაშვილის მე-16 ადგილი მოკლე პროგრამაში - ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში [ვიდეო] #1TVSPORT

ფინეთის ქალაქ ესპოში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის რიგით 115-ე ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ვაჟებმა მოკლე პროგრამა შეასრულეს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟებში ნიკა ეგაძე და მორის ყვითელაშვილი წარმოადგენენ.

ნიკა ეგაძე მოკლე პროგრამის შემდეგ 72,96 ქულით მე-12 ადგილზეა.

 

მორის ყვითელაშვილმა 70,55 ქულით მოკლე პროგრამა მე-16 ადგილზე დაასრულა.

 

27 იანვარს ვაჟები თავისუფალ პროგრამას შეასრულებენ, ხვალ კი ყინულზე ძალებს ანასტასია გუბანოვა მოსინჯავს.