ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილზე გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ბათუმის საციგურაო სკოლის აღზრდილმა ნიკა ეგაძემ ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ პროგრამაში, სამი ოთხმაგი ნახტომის და სხვა ურთულესი ელემენტების შესრულების სანაცვლოდ, 220.65 ქულა დაიმსახურა და მეშვიდე ადგილზე გავიდა, ხოლო თავისუფალ პროგრამაში ნიკას მიერ მიღებული ტექნიკური 78.06 ქულა, პრიზიორების შემდეგ მეოთხე შედეგი აღმოჩნდა. მორის ყვითელაშვილმა მოკლე და თავისუფალ პროგრამებში დაშვებული შეცდომების გამო ჩემპიონატი მე-16 ადგილზე დაასრულა.

ქართველმა სპორტსმენებმა ამ რეიტინგული ქულებით ევროპის მომავალი ჩემპიონტის ორი საგზური შეინარჩუნეს. მამაკაცთა კატეგორიაში ევროპის 2023 წლის ჩემპიონატი ფრანგი სპორტსმენი ადამ სიაო ხიმ ფა გახდა.

28 იანვარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. ხვალ თავისუფალი პროგრამით ანასტასია გუბანოვა ისრიალებს, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა – მან მოკლე პროგრამაში ოქროს მედალი უკვე დაისაკუთრა.

ხვალვე თავისუფალ პროგრამას წარმოადგენს მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი. რიტმულ ცეკვებში მათი გამოსვლა 68,55 ქულით შეფასდა და მერვე ადგილზე გავიდნენ.