რეკორდი მსოფლიო ჩემპიონატზე - მორის ყვითელაშვილი მეოთხე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
რეკორდი მსოფლიო ჩემპიონატზე - მორის ყვითელაშვილი მეოთხე ადგილზე გავიდა #1TVSPORT

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილი მე-4 ადგილზე გავიდა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავეებს შორის ერთეულებში ეს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ყვითელაშვილმა ჯამში 272.03 ქულა დააგროვა. თავისუფალ პროგრამაში მან 179.42 ქულა დაიმსახურა, რაც მე-5 საუკეთესო შედეგი იყო. შეგახსენებთ, რომ მოკლე პროგრამაში მას 92.61 ქულა ჰქონდა მოპოვებული.

დატოვე კომენტარი