პეკინი 2022 | ისტორიული შედეგი - მორის ყვითელაშვილმა ოლიმპიადა მეათე ადგილზე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველთვის ისტორიული შედეგი დაფიქსირდა – ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა შორის მორის ყვითელაშვილი მეათე ადგილზე გავიდა. ეს ჩვენი რეკორდის გამეორებაა – სწორედ მეათე იყო 2006 წლის ოლიმპიადაზე მოციგურავე ელენე გედევანიშვილი.

მორის ყვითელაშვილმა მოკლე პრეგრამა ეფექტურად შეასრულა და 97.98 ქულით მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა. ყველაფერი თავისუფალ პროგრამას უნდა გადაეწყვიტა, რომლის შედეგი მოკლე პროგრამის შედეგთან დაჯამდებოდა და საბოლოო პოზიციაც ამის შემდეგ გაირკვეოდა.

მორისმა, ერთ წაფორხილებას თუ არ ჩავთვლით, თავისუფალ პროგრამაშიც კარგად ისრიალა და 170.64 ქულა დაიმსახურა. ჯამში – 268.62 ქულა. ეს შედეგი საკმარისი აღმოჩნდა ათეულში დასამკვიდრებლად.

პეკინის ოლიმპიადაზე ვაჟთა შორის ფიგურულ ციგურაობაში საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

I – ნათან ჩენი (აშშ)

II – იუმა კაგაიამა (იაპონია)

III – შომა უნო – (იაპონია)

რითმულ ცეკვებში მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილს მოკლე პროგრამით 12 თებერვალს ვიხილავთ.