ანასტასია გუბანოვა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-14 ადგილზე გავიდა, კაზაკოვა-რევიას წყვილი  თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს #1TVSPORT
ანასტასია გუბანოვა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-14 ადგილზე გავიდა, კაზაკოვა-რევიას წყვილი  თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს #1TVSPORT

საიტამას „სუპერ არენაზე“ ფიგურულ ციგურაობაში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ანასტასია გუბანოვამ თავისუფალი პროგრამის შესრულების შემდეგ 119.52 ქულა მიიღო და მე-15 ადგილზე გავიდა. თუმცა, ორივე პროგრამის ჯამით 184.92 ქულა მოაგროვა და ჩემპიონატი მე-14 საფეხურზე დაასრულა.

კაზაკოვა-რევიას წყვილმა სავალდებულო, მოკლე პროგრამის შემდეგ 69.43 ქულა დაიმსახურა და 33 მონაწილეს შორის მე-14 ადგილით თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

ხვალ, 25 მარტს თავისუფალ პროგრამას ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი მორის ყვითელაშვილი წარადგენს. ხვალვე წყვილებში საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი შეეცდება.