მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მოკლე პროგრამა მეშვიდე ადგილზე დაასრულა
მოსკოვში, ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. რუსეთის დედაქალაქში კონტინენტის უძლიერესმა მოციგურავეებმა მოიყარეს თავი, რომელთა შორის ორი ქართველია – 17 წლის ირაკლი მაისურაძე და 22 წლის მორის ყვითელაშვილი.
დღეს, ვაჟთა შორის შეჯიბრი მოკლე პროგრამით გაიმართა. მაისურაძისთვის დიდებს შორის ეს პირველი სერიოზული ტუნრირი იყო და მან ასპარეზობა 63.69 ქულით, მე-18 ადგილზე დაასრულა.
მორის ყვითელაშვილი ფინალისტთა შორის მოხვდა. ქართველი მოციგურავე, რომელიც პიონჩანგის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტია, 76.74 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა.
ვაჟები თავისუფალი პროგრამით 19 იანვარს ისრიალებენ.