ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა წარუმატებლად იასპარეზა ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც მოსკოვი მასპინძლობს.
მოკლე პროგრამის შემდეგ, ყვითელაშვილი მეშვიდე ადგილზე იმყოფებოდა და ინარჩუნებდა ტოპ-სამეულში მოხვედრის შანსს, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში ქართველმა მხოლოდ მე-14 შედეგი აჩვენა, ჯამში 210.47 ქულა დააგროვა და საბოლოოდ, მე-12 ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება მეორე ქართველ მოციგურავეს ირაკლი მაისურაძეს, მან 191.22 ქულით დაასრულა ჩემპიონატი და საბოლოო ოქმში მე-17 პოზიცია ჰქონდა.
კაცებს შორის ევროპის ჩემპიონი ესპანელი ხავიერ ფერნანდესი გახდა 295.55 ქულით. ეს მისი ზედიზედ მეექვსე ტრიუმფი იყო კონტინენტის პირველობაზე.