საზოგადოებრივმა მოძრაობამ „მე ვიცავ თავისუფლებას“ მორიიგ შეხვედრა ქუთაისის თეატრში გამართა.
მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს მოძრაობის წევრებმა, დავით მაღრაძემ, გოგა ხაინდრავამ, დაჩი ცაგურიამ, ლევან ჩიტაძემ და სხვებმა.
როგორც დავით მაღრაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანია, საქართველოს პრეზიდენტი გახდეს „საბჭოთა რუსეთის ჩეკისტი გრიგოლ ვაშაძე“.
„დღეს ემიგრაციის წარმომადგენელი რომ იყრის პრეზიდენტად კენჭს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის იქნება ვალდებული არა ერთი პარტიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინაშე“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შეხვედრის პარალელურად, თეატრის შენობის წინ გაიმართა აქცია სლოგანით „არა მიშას, არა ნაცებს“.
მოძრაობამ „მე ვიცავ თავისუფლებას“ დღეს შეხვედრა სამტრედიაშიც გამართა, გუშინ კი მოქალაქეებს ბათუმში შეხვდა.
მათი ორგანიზებით პირველი შეხვედრა 7 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრის შენობასთან ჩატარდა. 11 ნოემბერს საზოგადოების წევრები მოსახლეობას თელავში შეხვდნენ.