თელავის თეატრში სამოქალაქო მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს
თელავის თეატრში სამოქალაქო მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს

თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამოქალაქო მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს.

როგორც შეხვედრაზე მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა, ბოროტი ძალა არ უნდა მოვიდეს ისევ ხელისუფლების სათავეში.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ანალოგიური აქციის გამართვას საქართველოს რეგიონებშიც გეგმავენ.

ამასთან, ხალხის სიმრავლის გამო, აქციის მონაწილეები თეატრთან სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე შეხვედრას თვალყურს ადევნებენ.

მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით პირველი შეხვედრა 7 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრის შენობასთან გაიმართა.