რუსთავში სამოქალაქო მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს
რუსთავში სამოქალაქო მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს

რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში სამოქალაქო მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

როგორც შეხვედრაზე მოძრაობის ლიდერებმა განაცხადეს, სასწორის ერთ პინაზე დევს საბჭოთა საქართველო, ხოლო მეორეზე – ევროპული ქვეყანა. დავით მაღრაძის განმარტებით, არჩევნები ერთ დიდ სახალხო მოძრაობად უნდა იქცეს, მოსახლეობა დაირაზმოს და სწორი არჩევანი გააკეთოს.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ხალხის სიმრავლის გამო, მოქალაქეები თეატრთან სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე შეხვედრას თვალყურს ადევნებენ.