აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობის შესასვლელს მოძრაობა „იმოქმედეს“ წევრებმა ბოქლომი დაადეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 31 ოქტომბერს არჩევნების გაყალბებაში უსკო-ს ადმინისტრაციას წვლილი მიუძღვის.
კარი რამდენიმე წუთით იყო ჩაკეტილი. ბოქლომი სამართალდამცველებმა მოხსნეს.