მოძრაობა „იმოქმედეს“ წევრებმა უსკო-ს კარს ბოქლომი დაადეს
მოძრაობა „იმოქმედეს“ წევრებმა უსკო-ს კარს ბოქლომი დაადეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობის შესასვლელს მოძრაობა „იმოქმედეს“ წევრებმა ბოქლომი დაადეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 31 ოქტომბერს არჩევნების გაყალბებაში უსკო-ს ადმინისტრაციას წვლილი მიუძღვის.

კარი რამდენიმე წუთით იყო ჩაკეტილი. ბოქლომი სამართალდამცველებმა მოხსნეს.