მისურიში სამგზავრო მატარებელი სატვირთო მანქანას დაეჯახა, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები
აშშ-ში, მისურის შტატში სამგზავრო მატარებელი სატვირთო მანქანას დაეჯახა და ლიანდაგებიდან გადავიდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა სამი და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთაგან ორი მატარებელში იმყოფებოდა, მესამე კი სატვირთო მანქანის მძღოლი იყო.
სარკინიგზო ინციდენტის დროს ლოს-ანჯელესი ჩიკაგოს მატარებელში დაახლოებით 243 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევა ქალაქ მენდონთან მოხდა.
სარკინიგზო კომპანია Amtrak-ის განცხადებით, მატარებელი შეეჯახა სატვირთო მანქანას, რომელიც მენდონის მახლობლად საზოგადოებრივ გადასასვლელს აფერხებდა.