მირიან ნიკოლაძე - დაკავებულების ბრალის დამძიმებისა და საგამოძიებო ვადის გახანგრძლივების საკითხი კომპლექსურ ექსპერტიზაზეა დამოკიდებული
მირიან ნიკოლაძე - დაკავებულების ბრალის დამძიმებისა და საგამოძიებო ვადის გახანგრძლივების საკითხი კომპლექსურ ექსპერტიზაზეა დამოკიდებული

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დანიშნულ კომპლექსურ ექსპერტიზაზეა დამოკიდებული დაკავებულებისთვის ბრალის დამძიმებისა და საგამოძიებო ვადის გახანგრძლივების საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ჯერ უცნობია, როდის იქნება კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა მან უნდა უპასუხოს შეკითხვას – როგორ აღმოჩნდა 12 დაზიანების მიყენების შემდეგ 19 წლის გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში.

„ექსპერტიზა არის ის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც არ არის დაფუძნებული სუბიექტურ მოსაზრებებზე, რაც შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გახდეს. დანიშნულ ექსპერტიზაში ჩვენი მხრიდან სამი დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება. ისევ ის ვერსია გვაქვს, რომ ბავშვს გაუსწორდნენ ფიზიკურად, შემდეგ კი ნაცემი ბავშვი ჩააგდეს წყალში, დაახრჩეს და გაატანეს წყლის დინებას. არსებული ბოლო ექსპერტიზის დასკვნით და უკვე არსებული მტკიცებულებებით, რომელსაც კიდევ დაემატება მასალები, კიდევ გამყარდება განზრახ მკვლელობის ვერსია, რომელიც იქნება გამართული და „ტოიოტა ქამრში“ მსხდომი ექვსივე პირი დაისჯება განზრახ მკვლელობისთვის. ეს არის ოჯახის კატეგორიული მოთხოვნა. ბრალის წარდგენის ვადა დამოკიდებულია ექსპერტიზის პასუხის მოსვლაზე. საგამოძიებო ვადა გადაიწევს თუ არა, ან როდის მოხდება ბრალის წარდგება, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.