მინესოტას გენერალური პროკურორი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაკავებულ პოლიციელს ბრალს დაუმძიმებს
მინესოტას გენერალური პროკურორის განცხადებით, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს, დერეკ შოვინს ბრალს დაუმძიმებს, – ამის შესახებ მინესოტას სენატორმა, ემი კლობუქარმა „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა.
„გენერალური პროკურორი კიტ ელისონი პოლიციელს, რომელმაც ჯორჯ ფლოიდის კისერზე ჩაიმუხლა, დანაშაულს დაუმძიმებს. ასევე გასამართლდება ის სამი პოლიციელი, რომელიც ინციდენტში იყო ჩართული“,- წერს კლობუქარი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ადგილზე მყოფი ოთხივე პოლიციელის გასამართლება ფლოიდების ოჯახის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.