„იუტამ“ რუდი გობერი „მინესოტაში“ გაცვალა #1TVSPORT
„იუტამ“ რუდი გობერი „მინესოტაში“ გაცვალა #1TVSPORT

„იუტა ჯაზმა“ გადაწყვიტა თავისი ძირითადი ცენტრი რუდი გობერი გაცვლის შედეგად „მინესოტაში“ გაუშვას, – იტყობინება ESPN.

სანაცვლოდ „ჯაზმენები“ მიიღებენ მალიკ ბიზლის, პატრიკ ბევერლის, უოკერ კესლერს, ჯარედ ვანდერბილტს, ლეანდრო ბოლმაროსა და დრაფტის პირველი რაუნდის ოთხ არჩევანს.

გობერი ცხრა სეზონის განმავლობაში თამაშობდა „იუტაში“ და სამჯერ გახდა სეზონის საუკეთესო დამცველი. 2021-22 წლების სეზონში ფრანგმა 15.6 ქულა, 14.7 მოხსნა და 2.1 დაფარება დააგროვა.