მინესოტას შტატში, ბრუკლინ ცენტრში პოლიციელის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის გამო პროტესტი მესამე დღეა, გრძელდება
მინესოტას შტატში, ბრუკლინ ცენტრში პოლიციელის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის გამო პროტესტი მესამე დღეა, გრძელდება

მინესოტას შტატში, ბრუკლინ ცენტრში პოლიციელის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის გამო საპროტესტო გამოსვლები მესამე დღეა, გრძელდება. კომენდანტის საათის მიუხედავად დემონსტრანტები პოლიციის შენობასთან კვლავ შეიკრიბნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 34 ადამიანი დააკავა.

მანამდე, ქალაქის მერმა, მაიკ ელიოტმა განაცხადა, რომ თანამდებობები დატოვეს პოლიციის უფროსმა და ოფიცერმა, რომელმაც 20 წლის დანტე რაითს ესროლა. ინციდენტის მონაწილე სამართალდამცველი კიმ პოტერია, რომელიც პოლიციაში 26 წელი მუშაობდა.

შემთხვევა მინეაპოლისიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ქალაქ ბრუკლინ ცენტრში 11 აპრილს მოხდა. 20 წლის დანტე რაითი სამართალდამცველებმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს. მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც პოლიციის ოფიცერმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ბრუკლინ ცენტრის პოლიციის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ ინციდენტის მონაწილე სამართალდამცველს, კიმ პოტერს ელექტროშოკერის გამოყენება სურდა და ცეცხლსასროლი იარაღი შეცდომით გამოიყენა. პოლიციამ შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.

დატოვე კომენტარი