NBA | „მინესოტამ“ მოქმედი ჩემპიონი „დენვერი“ დაამარცხა და კონფერენციის ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) პლეი ოფის ეტაპი გადამწყვეტ ფაზაში შედის. აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ფინალისტი „ინდიანა“ გახდა, ხოლო დასავლეთის – „მინესოტა“.

„მინესოტამ“ კონფერენციის ნახევარფინალური ეტაპის მეშვიდე, გადამწყვეტ შეხვედრაში სტუმრად მოქმედი ჩემპიონი „დენვერი“ 98:90 დაამარცხა. მატჩის მანძილზე მასპინძლები 20 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა მესამე მეოთხედში „მინესოტამ“ ჩამორჩენა შეამცირა და გადამწყვეტ მეოთხედში წინაც გავიდა. სტუმართა რიგებში საუკეთესო 23 ქულით ჯეიდენ მაკდენიელსი იყო, ხოლო „დენვერში“ ყველაზე მეტი, 35 ქულა ჯამალ მიურეიმ ჩააგდო.

„ინდიანამ“ აღმოსავლეთ კონფერენეციის ნახევარფინალის მეშვიდე მატჩში „ნიუ იორკ ნიქსი“ ასევე სტუმრად, 130:109 დაამარცხა. „ინდიანას“ რიგებში გამორჩეული შეხვედრა ტაირის ჰალიბარტონმა ჩაატარა, მან 26 ქულა ჩააგდო, ხოლო მასპინძლების შემადგენლობაში 39 ქულა დააგროვა დონტე დივინჩენცომ.

დასავლეთის ფინალში „მინესოტას“ მეტოქე „დალასი“ იქნება, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციის გადამწყვეტ სერიაში „ინდიანა“ „ბოსტონს“ შეხვდება.